fbpx

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი საკუთარ კელიაში უგონო მდგომარეობაში ბერებმა იპოვეს

მარტვილის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი, ცაგერში საკუთარ კელიაში უგონო მდგომარეობაში ბერებმა იპოვეს.

“პრაიმტაიმის” წყაროს ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გადის მკურნალობის კურსს.

ადგილზე გამოძახებულ იქნა კატასტროფის ჯგუფი, სწორედ მათ გადმოიყვანეს მეუფე სტეფანე სამედიცინო დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. პირველადი ინფორმაციით, მდგომარეობის გაუარესება თორმეტგოჯა ნაწლავის გასკდომამ გამოიწვია.

მეუფე სტეფანეს კლინიკაში გადაყვანის ფაქტს სოცილურ ქსელში შექმნილი გვერდი „სალხინო-წაჩხურუს მრევლი“  ეხმაურება:“უგუნურობის, უღმერთოების, უსინდისობის და უკეთურების მწვერვალზე მყოფი სტეფანე კალაიჯიშვილის ის შემთხვევაა, როდესაც მას პოლიციელების ხროვა, თავზეხელაღებული ჩოხოსნები ვერ დაეხმარებიან, ვერც ალტინფო, ობიექტივი და მსგავსი რუსოფილები უშველის. მშველელი მხოლოდ ღმერთია, რომელიც კარგახანია მასთან არ არის.დროა გონს მოხვიდე და შეინანო!”.- ვკითხულობთ პოსტში.მეუფე სტეფანე ექარქიაში დანიშვნის დღიდან დაპირისპირებაშია რამდენიმე სასულიერო პირთან, რომლებიც მეუფემ ეპარქიიდან განკვეთა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება