fbpx

ჭიათურის მერობის კანდიდატის შეხვედრა მოსახლეობასთან

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა სოფელ კაცხში, ნავარძეთსა და ჯოყოეთში ჩავატარე. ადგილობრივებს საკუთარი კანდიდატურა წარვუდგინე.„ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კაცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მათი მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა. დასასრულს უახლოვდება გაზიფიცირების პროცესი. ამავდროულად, კაცხში აშენდა ტურისტული მოსაცდელი, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს მოინახულონ ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე ბიზნესის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება