fbpx

ჭიათურაში ახალი საჭადრაკო დარბაზი გაიხსნა

ახალი საჭადრაკო სივრცე ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და ჭადრაკის
ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ დაათვალიერეს, ჩატარებული
სამუშაოები შეაფასეს და ჭიათურაში ჭადრაკის განვითარებაზე ისაუბრეს.

ჭიათურის მერის გივი მოდებაძის განცადებით, საჭადრაკო დარბაზის მოწყობის
მიზანი, ჭიათურაში ჭადრაკის პოპულარიზაცია და მოზარდების ინტელექტუალურ
განვითარებაზე ზრუნვა გახლავთ.
„ სპორტული ობიექტის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა,
რომლის ფარგლებშიც სრულიად განახლდა არსებული დარბაზი, მოეწყო 4 სასწავლო
ოთახი, სველი წერტილები, გარე პერიმეტრი და შენობა შესაბამისი ინვენტარით
აღიჭურვა” -აღნიშნა გივი მოდებაძემ

ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, საჭადრაკო დარბაზს,სადაც ბავშვებს
ექნებათ საშუალება უფრო კარგ გარემოში დაეუფლონ ჭადრაკს, ცნობილი
მოჭადრაკე ქალის, ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭება.
ღონისძიების ბოლოს,გიორგი გიორგაძემ ერთდროული თამაშის სეანსი გამართა
ნორჩ მოჭადრაკეებთან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება