fbpx

წყნეთში 30 წლის მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ წყნეთში 30 წლის მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი.საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, წყნეთში, ლ.გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროს დეტექტივს ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აგრძელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება