fbpx

წყნეთის გზატკეცილზე საგზაო-სატრანსპორტო სამუშაოები მიმდინარეობს

წყნეთის გზატკეცილზე, ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე
ტერიტორიაზე საგზაო-სატრანსპორტო სამუშაოები
მიმდინარეობს.
აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოდ და კომფორტულად
გადაადგილების მიზნით, გაფართოვდება ტროტუარი,
მოეწყობა „ზებრა“ გადასასვლელი და ავტობუსის გაჩერება.
ასევე, ტერიტორია შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირდება.
სამუშაო პროცესს ადგილზე დედაქალაქის მერი, კახა კალაძე
გაეცნო.
„ამ მონაკვეთზე ხშირად იქმნებოდა საავარიო სიტუაციები.
ამიტომ, გადავწყვიტეთ აქ მდებარე თარგების გადაკეთება.
მთლიანად შეიცვლება გარე განათების ქსელი, ჰაერში
გადაჭიმული ელექტროხაზები მიწის ქვეშ განთავსდება.
განხორციელდება გამწვანების სამუშაოები. ტერიტორიის
მოწესრიგებისთვის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, მილიონი
ლარია გამოყოფილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი
ბენდელიანი, ტრანსპორტის და ურბანული განვითარების
საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორი წილოსანი და


საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
იმყოფებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება