fbpx

წყლის რესურსების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოფელ რატევანში დასუფთავების
აქცია მოეწყო

წყლის რესურსების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოფელ რატევანში დასუფთავების
აქცია მოეწყო
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ყოველ
22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან
დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/
დედამიწის მეგობრების“ მხარდაჭერით, დასუფთავების აქცია მოაწყო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა
გობეჯიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,
სოფელ რატევანში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაბინძურებული მდინარე მაშავერას
ნაპირი დაასუფთავეს.
დასუფთავების აქცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში კამპანია „ლურჯი ნაკადულის“
ფარგლებში გაიმართა.
„წყლის რესურსების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებმა დღეს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაბინძურებული ტერიტორია
სოფელ რატევანში დავასუფთავეთ. ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად
აუცილებელია მოვუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას, არ დავაბინძუროთ ის. ამ
მიმართულებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში მსგავსი აქციები
ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. მოგიწოდებთ ყველას გავუფრთხილდეთ ჩვენს
საცხოვრებელ გარემოს, ნუ ჩავყრით ნარჩენებს წყალში, დავიცვათ სისუფთავე“, – განაცხადა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება