fbpx

წმინ­და ცე­ცხლს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში აღ­დგო­მის ღა­მეს 23:00 სა­ა­თის შემ­დეგ მი­ი­ტა­ნენ..

წმინ­და ცე­ცხლს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში აღ­დგო­მის ღა­მეს 23:00 სა­ა­თის შემ­დეგ მი­ი­ტა­ნენ. ამის შე­სა­ხებ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, “პი­ლიგ­რიმ ტურ­სის” ტუ­რიზ­მის დი­რექ­ტორ­მა, ცი­სა­ნა გე­მა­ზაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­ში ორ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რე­ბა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, წმინ­და ცე­ცხლს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აე­რო­პორ­ტში, თვითმფრი­ნავ­ში გა­დას­ცემს.

„წელს გან­გე­ბამ სხვა­ნა­ი­რად გა­მოგ­ვი­წე­რა. თვითმფრი­ნავ­ში ვიჯ­დე­ბით მხო­ლოდ ორი სა­სუ­ლი­ე­რო პირი და მე. თვითმფრი­ნავ­ში ამოგ­ვი­ტანს სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მე­ლი მად­ლმო­სილ ცე­ცხლს. მად­ლო­ბა პატ­რი­არ­ქს, მი­ვი­ღე მის­გან კურ­თხე­ვა და წელს კი­დევ გა­ვა­ხა­რებ ჩემს ერს, ჩემს დედა ეკ­ლე­სი­ას, ყვე­ლას. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ მოხ­და, რომ სიყ­ვა­რუ­ლი დაგ­ვაკ­ლდა. უნდა გა­ვამ­რავ­ლოთ სი­კე­თე.

23:15 სა­ათ­ზე ჩა­მოფ­რინ­დე­ბა თვითმფრი­ნა­ვი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში. აქე­დან თვითმფრი­ნა­ვი ჩაფ­რინ­დე­ბა თელ-ავი­ვის ბენ-გუ­რი­ო­ნის აე­რო­პორ­ტში, თუმ­ცა არ გვაქვს თვითმფრი­ნა­ვი­დან გა­დას­ვლის უფ­ლე­ბა, არც მამა და­ვითს, არც მამა თე­ი­მუ­რაზს და არც მე“

გაუზიარე!

Shares