fbpx

წმინდა ნიკოლოზის N14-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, წმინდა ნიკოლოზის ქ. N14-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე 14 ოჯახი ცხოვრობს.

პროექტის მიხედვით, შენობის საძირკველის გამაგრება და კედლების მოწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრებისა და კარის ღიობების მოჩარჩოება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტების ჩასმა, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება მოხდება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი. 

მიმდინარე სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად  გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„აღნიშულ მისამართზე, თბილისური ტიპის ეზოში, საცხოვრებელი სახლი მწვავედ ავარიულ მდგომარეობაში იყო. ადგილობრივი მცხოვრებლები წლების განმავლობაში ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ქირით იყვნენ გაყვანილი. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა საკუთარ სახლებში დაბრუნდება და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო ექნება. მიმდინარე წელს, მსგავსი სამუშაოები კიდევ 25 მისამართზე განხორციელდა“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 237 000 ლარია.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares