fbpx

წლების მერე რო დაგვიღრიალა “სულს ამოგხდითო”,სულსოო,არადა დრო იყო, მაგისი სული ჩვენს ხელში იყო-ნინო ახობაძე

ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში წერს –

რამდენად ადვილია ამბის მოყოლა, როცა ხმით ყვები და რამდენად უფერულდება ხოლმე, როცა წერ , ჰოდა ახლა ვიდეოების ჩაწერას ნუ დამაწყებინებთ თქვენი ჭირიმე, სახლიდან გამაგდებენ ბოლოს . რაც არი ეს არი, კვლავ წერით გვაქვს დღეს ეს გაკვეთილიც მოკლედ, სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე მესამე წელს, ოღონდ მოსამზადებელზე. ასე ერქვა, ნული კლასივით იყო, თან ეს ის წლებია, აი წყვეტა როა; გმირობის ტოლფასი ლამის! და ცხოვრებაში თუ რაიმეში გამიმართლა, ერთ-ერთი ნამდვილად ეს არის: მოხდა ისე რომ ერთად ვიტანჯეთ რამდენიმე წელი და ერთ წელს ჩავაბარეთ მე და ჩემმა ძალიან ახლო მეგობრებმა. მეორე გამართლება ის დაგვხვდა იქ რომ ფანტასტიური ადამიანები შეიკრიბა ჯგუფში და ის ერთი წელი-მოსამზადებლის, ყველა დღე და საათი უტკბილესად მახსენდება (ვსო, შესავალი მოვყევი ) გავიდა ერთი უმაგრესი წელი და ამ ჩვენს ნარჩევ გადასარევ ჯგუფს აღმოჩნდა რო შლიან და უკვე პირველ კურსზე უნდა გადაგვანაწილონ ალფავიტის მიხედვით; ისე გავგიჟდით ამაზე რო განცხადებაც დავწერეთ კოლექტიური არჩილა ასათიანის სახელზე, რომელიც ასევე კოლექტიურად თავებზე გადაგვახიეს და იტოგში დაგვშალეს ((დავხურეთ ეს მოსამზადებელი და დავიწყეთ მზადება გრანდიოზული ბანკეტისათვის. არანაირი რესტორანი, აქვე ქალაქთან ახლოს ჩემთან აგარაკზე გაიშალა დიდი სუფრა აივანზე, დაიყარა პურმარილი და ეხლა რომ ვფიქრობ-არსად არასოდეს მას მერე მსგავსი დრო მე არ მიტარებია ეს იყო უბრალოდ ბედნიერი საღამო.ნუ დამთავრდა ეხლა ეს ქეიფი, ჩავეხუტეთ ერთმანეთს, ამოაკითხა ამ ხალხს ავტობუსმა შუაღამეს და წავიდნენ. დავრჩით მე და ჩემი უახლოესი პადრუგები და ერთიც ბიჭი, რომელიც ასევე ჩვენი პადრუგა იყო იმ წლებში მართლა და-ძმასავით ვიყავით, სქესს რო არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, აი ასეთი მეგობრობა გვქონდა. მივლაგდით, შევინახეთ ეს ამდენი საჭმელ-სასმელი და ერთ ოთახში ვიძინებთ ყველა-გარდა იმ ჩვენი მეგობარი ბიჭისა. ის ერთი ოთახის გამოტოვებით განისვენებს იმავე სართულზე განგრეული მთვრალია და ამიტომ დავაწვინეთ ცალკე, თორე რა პრობლემა იყო…ამასობაში გახდა ღამის სამი თუ ოთხი და ვერ ვიძინებთ რაა, აჟიტირებულები ვართ, სიცილით ხო დავიხოცეთ, ხო ვიჭორავეთ, ხო ვიქაქანეთ და აი რაღაცა არ გვყოფნის რაა ადრენალინ! და უცებ ერთი ჩვენი პადრუგა ამბობს: მოდი თეფში დავატრიალოთო! (აი ეხლა რომ ვფიქრობ, ვინმესთან რო დავრჩე და თეფში დავატრიალოთო რო მითხრას, ხო გავუჩეჩქვე თავი იმ თეფშით! მაგრამ იმ წლებში-ეს იყო აი ყველაზე იდუმალი და საინტერესო რამ! თან მახსოვს გვეშინოდა, მოკლედ, იმ სახლში ძლივს მოვიპოვეთ დიდი თეთრი ქაღალდი, რაზეც უნდა დაგვეხაზა ზიკოს პლაკატი იყო გაკრული კედელზე, ის ჩამოვხსენით და ამოვაბრუნეთ აი რას ნიშნავს მაინც-ძალიან მონდომებული რომ ხარ ადამიანი!!! სანთლებიც მოვიპოვეთ, დედაჩემს ქონია უჯრაში შენახული და მოკლედ არ მახსოვს კიდე რა იყო საჭირო, ობშემ მოვახერხეთ! გამოვრთეთ მაგნიტაფონი, ჩავაბნელეთ და გასუსულები ვდგავართ ამ მაგიდის გარშემო იდიოტებივით, გულები გვისკდება თან ხუმრობა საქმე ხო არ იყო კაცო, იქეთა ქვეყნიდან ვიღაცეების სულები უნდა გამოვიძახოთ!(ვაი ჩვენს პატრონს უბედურს) ნუ დავიწყეთ ვისაც ბებია-ბაბუა ყავდა გარდაცვლილი-ჯერ იმათ “გავესაუბრეთ” მერე ვიღაცამ თქვა-მოდი ვინმე საინტერესო ცნობილი ადამიანის სულს დავუძახოთო! აი ძაან დამფრთხალებმა გავხედეთ, თან ეს სანთლის შუქიც ხო რაღაცნაირი მისტიკაა… და რო შევცქერით პირდაღებულები, იმან-მოდი გალაკტიონისო! და იქ კიდე ერთი ჭკვიანი იყო, ის ეკითხება-აუ კითხე რაა რატო გადმოხტაო! შენ კითხე, მე მერიდებაო! ვაიმეე როგორ მრცხვენია ეხლა ამეებს რო ვიხსენებ, ჰოდაუცებ ეს ჩვენი გურუ პადრუგა, ვისი იდეაც იყო ეს თეფში, ამბობს: -იცითოო? თურმე ცოცხალი ადამიანის სულიც შეიძლება რო გამოიძახო, მთავარია იმ ადამიანს უნდა ეძინოსო!!!!!! და ჩვენი ყველას მზერა ანაზდად მიეპყრო იმ ოთახისკენ, სადაც იწვა ჩვენი მეგობარი ვაჟი! ის უბედური ტიპი, გაგლეჯილი მთვრალია, ძლივს დავაძინეთ…კაცო თან რო ვუფიქრდები ეხლა, ეგეთი დებილებიც წესით არ უნდა ვყოფილყავით, ნუ სადღაც ოცი წლისები ვართ რაა და აი რანაირად გვჯეროდა ახლა რო დაძინებული ადამიანის სული სხეულს დატოვებდა თუ ჩვენ “გამოვიძახებდით” თან არ დაგავიწყდეთ, მომავალი ექიმები ვართ ყველა! აბა ეხლა ოცი წლის გოგოს რო ეგ უთხრა, დაგცინებს თითით! რა სული, რა მათე… ჰოდა მოკლედ აი ძააან დაძაბული სახეებით და სუნთქვაშეკრულებმა გამოვიძახეთ იმ ჩვენი მეგობარი ბიჭის სული! პა ხოდუ ვფიქრობთ-რა ვკითხოთ! გვიდევს ეს ათრთოლებული ჩვენი თითები ამ თეფშზე და დაშტერებულები ვართ; დაიძრა თეფში და წავიდა მარჯვნივ… ეხლა ეს იდეის ავტორი ანუ წამყვანი ვინც იყო ჩვენში, ის ეკითხება ჩურჩულით: -აქა ხაარ?და თეფში წავიდა “კი” -რო ეწერა იქეთ… ვაი შენს ნინოოს!…..პირდაღებულები ვდგავართ და უცებ ის ეკითხება აი ვედუშჩაя რაა: აბა რაიმეთი გვანიშნე რო აქა ხარო! 👻და აი რო აგვიკანკალდა მუხლეებიი და აემ გულის ხეთქვაში ვართ და უცებ გაიღო კარი და ზღურბლზედ დგას ეს ჩვენი მეგობარი ბიჭი! წელს ზემოთ შიშველია! სილუეტი ჩანს მკაფიოდ; გავშეშდით! ჩემმა ერთმა დაქალმა ამოიკნავლა-ვაიმე ეხლა გალაკტიონიც თუ მოყვა ამას ზურგში, ე იქა ვართ ცოდოებიო!!

და ის აი ძაან სპაკოინად მოგვმართავს:- ტუალეტი ვერ ვიპოვე სახლში და ბაღში ჩავედი, მერე თავბრუ დამეხვა და ხეს მივეყუდე და ზურგზე მგონი ჭიანჭველები დამესივნენ და აბა დამხედეთო რაა და გაჰკრა ხელი და აანთო შუქი! ცოტა კი გაუკვირდა მაგიდის გარშემო რო დაგვინახა ფეხზე მდგომები ყველა მერე შემოტრიალდა და აი დედას გეფიცებით ზურგზე ერთი მილიმეტრიც კი არ ქონდა, სადაც ჭიანჭველა არ დასდიოდა! ჰიჩკოკი! მთელი ზურგი შავი ქონდა…იქ ამბავი ატყდაა!!!?? —–არ ვიცი რატომ უნდა გაგიკვირდეთ, მაგრამ მაინც ეს ბიჭი ნაცმოძრაობის გივი თარგამაძე იყო;ერთ დროს ჩვენი საუკეთესო მეგობარი…ერთი მაშინ გავოგნდი, ღამე რომ გამოძახებული სულის მაგივრად თვითონ შემოვიდა ოთახში აბდულ-შალივით წელს ზემოთ გახდილი დამეორე, უკვე წლების მერე რო დაგვიღრიალა “სულს ამოგხდითო”!სულსოო! არადა დრო იყო, მაგისი სული ჩვენს ხელში იყო! საოცარი კი ამ ამბავში ის არის რომსაუკუნე გავიდაგავიზარდეთაგერ დავბერდით კიდეცდარა ლენჩებიც ვიყავით, მგონი ისევ ის დავრჩით, რამეთუ მაშინ თუ სულის გამოძახების გვჯეროდა ,ეხლა რო კაცი გვეტყვის “მიყვარხარო, აი მაგისიც გვჯერა!

ანუ ჩვენს შანაგან სამყაროში დიდად არაფერი შეცვლილააი გივისთან არ ვიცი… (((((( ა ჟალь

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება