fbpx

წეროვანში პარა-კალათბურთში ტურნირი გაიმართა

წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების
სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ- დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი
კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო
მისიებში დაჭრილ- დაშავებულმა სამხედროებმა პარა-კალათბურთში იასპარეზეს.
პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელ გამარჯვებულ გუნდებს საქართველოს
თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის წარმომადგენლებმა ოქროს, ვერცხლისა და
ბრინჯაოს მედლები გადასცეს.
მთელი კვირის განმავლობაში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები საკუთარ ფიზიკურ
შესაძლებლობებს სპორტის შვიდ სახეობაში გამოცდიან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის
ინიციატივით, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან
აღნიშნავს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება