fbpx

„წამოიღეთ დოლები, ტამტამები,შაბათს პარლამენტთან აქცია გაიმართება

შაბათს, 6 თებერვალს, 20:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ Facebook-ღონისძიებაშია ნათქვამი.

„როდესაც ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის არათუ რამე გეგმა აქვს, არამედ უფრო აღრმავებს მას და როდესაც ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების არ ესმის, პანდემიას კი მისთვის სასიკეთოდ და სხვებისთვის საზიანოდ იყენებს. მოქალაქეების დაუმორჩილებლობის დრო დგება!

შაბათს, 6 თებერვალს, 200-მდე რესტორანი აღარ დაემორჩილება მთავრობის დაუსაბუთებელ შეზღუდვებს და გაიხსნება. დილიდან შეგვიძლია ვესტუმროთ ბარებსა და რესტორნებს, ვისარგებლოთ მათი მომსახურებით და გავამხნევოთ მათი მფლობელები. ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის და ჩვენი მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია.

საღამოს, ე.წ. “კომენდანტის საათის” დროს, ვგეგმავთ დაუმორჩილებლობის ფერად და ურჩ მარშს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია. სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები, სადღესასწაულო ქუდები და სხვა რეკვიზიტები, რომლებიც მარშს კიდევ უფრო ფერადსა და დაუმორჩილებელს გახდის. 20:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტთან!“, – ვკითხულობთ სამოქალაქო მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება