fbpx

წალენჯიხის მერს ენმ-ში აუჯანყდნენ

წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ხარჩილავა – ენმ-ის შიდა დაპირისპირებაში მერაბიშვილის მხარეს დგას. გიორგი ხარჩილავამ მხარი ოფიციალურად ლევან ხაბეიშვილს დაუჭირა რასაც წალენჯიხაში პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში დაპირისპირების საგანი გახდა.

პარტიის წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ამავდროულად წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ გაბელაია ხარჩილავას გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და მხარს ოფიციალურად ნიკა მელიას უჭერს.

ჩვენი წყარო ინფორმაციით, გაბელიამ ხარჩილავას შეუთვალა, რომ შეეშვას ენმ-ის წევრებსა და საჯარო მოხელეებზე ზეწოლას. გაბელაია განსაკუთრებით იმ ფაქტმა გააბრაზა, რომ მერმა საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსს ლანა შენგელიას დაავალა 300 თანამშრომლის მობილიზება და ხაბეიშვილის მხარდაჭერა.

გაბელაიასთვის ხარჩილავას ღიად არ უპასუხია, თუმცა მისთვის დაახლოებულ წრეებში ამბობს, რომ თავად გადაწყვეტს ვის დაუჭიროს მხარი და სულაც არაა ვალდებული გაბელაიას წინაშე, რომლის რეიტინგიც მისივე სიტყვებით ორ პროცენტს ვერ ცდება. ხარჩილავა წალენჯიხაში თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას მხოლოდ მის პიროვნულ რეიტინგს უკავშირებს, მეტიც ერთ-ერთ შეხვედრაზე ისიც კი აქვს ნათქვამი რომ სააკაშვილი ფაქტორი რომ არ ყოფილიყო მეტ ხმებს აიღებდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ხარჩილავა არ იმყოფებოდა არც ნიკა მელიას მიერ წალენჯიხაში გამართულ შეხვედრაზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება