fbpx

ძალიან საპატიო მიზეზია 9 აპრილი, მაგრამ აქციების გამართვა ამ პერიოდში არაა სასურველი-თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ აქცია ჩატარდება, აუცილებელია საზოგადოებამ პირბადეები გამოიყენონ და დაიცვან სოციალური დისტანცია.

“ეს აქცია [უცნობი] არ მინახავს, მაგრამ ზოგადად, აქციების გამართვა ამ პერიოდში სასურველი არ არის, როცა ახალი შემთხვევების მატებაა და არის მესამე ტალღის დაწყების საფრთხე. დროზე უნდა მივიღოთ სიფრთხილის ყველა ზომა. ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი უნდა შევიკავოთ და ეს აქციებზეც ვრცელდება. ძალიან საპატიო მიზეზი არის 9 აპრილი, წელიწადში ერთხელ არის და უნდათ, რომ პატივი მიაგონ 9 აპრილის ხსოვნას. ეს პოლიტიკური საკითხია, თავისთავად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ რამდენად წონადია ეს საკითხი იმისთვის, რომ გამონაკლისი გაგვეკეთებინა, არ ვიცი. ვიტყვი მხოლოდ ერთ რამეს, რომ ყველანაირი ხალხმრავალი შეკრებებისგან ჯობია თავი შევიკავოთ, მათ შორის აქციებისგანაც. რაც მთავარია, ვიხმაროთ პირბადეები და სოციალური დისტანცია დავიცვათ, ეს არის მთავარი”, – აცხადებს ცერცვაძე.

დღეს მომღერალმა უცნობმა ხალხმრავალი ანტიოპოზიციური აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ, მსვლელობით საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს, სადაც პატრიარქს მადლობა გადაუხადეს და საბოლოოდ დედა ენის ბაღში მივიდნენ, სადაც მარადისობის დღე დააფუძნეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება