fbpx

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ყოფილი სახალხო დამცველი მსგავსი შინაარსის პოსტს ავრცელებს და ამ ყველაფერს ევროპისა და ევროპული ღირებულებების დაცვის მოტივით აკეთებს-პაპუნა კახიძე

სახელმწიფო უნივერისიტეტის სტუდენტი პაპუნა კახიძე-

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ყოფილი სახალხო დამცველი მსგავსი შინაარსის პოსტს ავრცელებს და ამ ყველაფერს ევროპისა და ევროპული ღირებულებების დაცვის მოტივით აკეთებს…

მე არ მინდა და არც ვაპირებ მისი, როგორც ომბუდსმენის საქმიანობა შევაფასო, მაგრამ ეს განცხადება არამატო საშიში, არაადეკვატური და უბრალოდ მავნებლურია, არამედ 12 პუნქტიდან, პირველი მათგანის დეპოლარიზაციის პობლემის მოგვარების მცდელობას ძირს უთხრის, ვინაიდან სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მას ნამდვილად გააჩნია საზოგადოების გარკვეულ მცირე წრეებზე გავლენა, რაც აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებას და მხოლოდ და მხოლოდ დაგვაშორებს ჩვენს ევროპულ მომავალს.

‼️როდესაც ევროპის კავშირზე, მის პრინციპებსა და ღირებულებებზე ვსაუბრობთ, რამდენად შესაბამისობაშია ევროპულ ღირებულებებთან ოპონენტის მარგინალიზაცია და დეჰუმანიზაცია, მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული აზრის ქონის გამო, სწორედ ასე დაიწყო ჰიტლერმაც და თუ როგორ დასრულდა მისი მმართველობა მოგეხსენბათ…

არა მეგობრებო, ეს არც ევროპული და არც აზიური ღირებულებაა, არცერთი გონიერი ადამიანი, ვისთვისაც მართლა მნიშვნელოვანია ევროპული ფასეულობები, ჩვენი ევროინტეგრაცია და საქართველოს უსაფრთხოება, მსგავს განცხადებას არ გააკეთებს

P.S: ვინც არ უნდა გააკეთოს მსგავსი განცხადება ოპოზიცია იქნება ეს თუ ხელისუფლება ნებისმიერი მათგანი მიუღებელი და არასწორი იქნება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება