fbpx

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა პარტიამ-აკაკი ბობოხიძე

“ევროპული საქართველოს” წევრი, აკაკი ბობოხიძე “ნაციონალურ მოძრაობას” სააკაშვილის მძიმე მდგომარეობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. ბობოხიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა შეცდომა იყო და პარტიამ მას ცრუ მოლოდინები შეუქმნა. 

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა პარტიამ. ამ ადამიანებმა ვინც “ჩამოდი ჩამოდი” უძახა და მისივე შეცდომებმა. ეს ყველაფერი მოიტანა “ნაციონალური მოძრაობის” ვითომ გულმხურვალე გულშემატკივრების და მიხეილ სააკაშილის ერთობლივმა შეცდომამ, როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში და ქონდა იმედი და განცდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი მზად იყო, რომ ფიზიკურად დაეცვა ის“, – ამბობს აკაკი ბობოხიძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება