fbpx

„ძალიან გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ-გია გაბრიჭიძე

გია გაბრიჭიძე: პრეზიდენტიც აღნიშნავს – ოპოზიცია დადის და სახელმწიფოს ძირს უთხრის. ძირგამომთხრელების მინისტრად დანიშვნა კი ნამდვილად არ შეიძლება „ძალიან გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. ჩვენ რომ ნორმალურ, ევროპულ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ეს ნაბიჯი ნამდვილად გასაგები და მისაღები იქნებოდა, მაგრამ იმ ბანდის პირობებში, რომლებიც საკუთარ თავს “მთავარ ოპოზიციურ ძალას“ უწოდებენ, საკმაოდ მიუღებელია“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე. „პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა შეიძლება შეფასდეს როგორც გარკვეულწილად ემოციური, რომლის დროსაც გამომსვლელს შეიძლება ჰქონდეს სურვილი სრულად თქვას თავის სათქმელი, მაგრამ პროცედურის და სხვა მიზეზების გამო ვერ ამბობს და ამის გამო მისი ზოგიერთი ფრაზა საკმაოდ დიდ გაუგებრობას იწვევს. არ ვილაპარაკებ იმ საკითხებზე, თუ როგორ იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში პრეზიდენტის ზოგიერთი ნაბიჯი (ახლა არ მითხრათ „ცუდი რა გააკეთაო“. ძალიან კარგი იქნება ნაცებს ოფისში რომ მივუვარდეთ და სულ წკეპლით გამოვყაროთ, მაგრამ არ ვაკეთებთ). ძალიან გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. ჩვენ რომ ნორმალურ, ევროპულ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ეს ნაბიჯი ნამდვილად გასაგები და მისაღები იქნებოდა, მაგრამ იმ ბანდის პირობებში, რომლებიც საკუთარ თავს “მთავარ ოპოზიციურ ძალას“ უწოდებენ, საკმაოდ მიუღებელია, რასაც თავად პრეზიდენტიც აღნიშნავს – ოპოზიცია დადის და სახელმწიფოს ძირს უთხრის“. ძირგამომთხრელების მინისტრად დანიშვნა კი ნამდვილად არ შეიძლება“- წერს გია გაბრიჭიძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება