fbpx

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის შექმნა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს ქვემო ქართლის რეგიონისთვის

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის ქვემო ქართლის ინტერმუნიციპალური
სააგენტოს შექმნის თაობაზე გიორგი დოხტურიშვილი, მუნიციპალიტეტის მერებთან
ერთად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

,,ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის შექმნა ერთ-ერთ მთავარ და პრიორიტეტულ
ამოცანას წარმოადგენს ქვემო ქართლის რეგიონისთვის. შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ
სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობა, ვიმსჯელეთ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის
შექმნის აუცილებლობაზე და დავგეგმეთ სამომავლოდ გასატარებელი რეფორმები” – ქვემო
ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარი მიმართულია ცხოველთა
დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებისაკენ და პოპულაციების კონტროლის
უზრუნველსაყოფად.

სამუშაო შეხვედრას, რომელიც ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის
სააგენტოს, კახეთის და შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელები,
კონცეპტუალური პროექტის ავტორი ლაშა გეგეჭკორი და რეგიონის მუნიციპალიტეტების
მერები ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება