fbpx

„ცხენს ვერაფერი დააკლეს და უნაგირს დაუწყეს ცემაო“- ნანა კაკაბაძე ზელენსკიზე

უფლება დამცველი ნანა კაკაბაძე უკრაინულ სანქციებზე სოცუალურ ქსელში წერს.

ზელენსკიმ სანქციებით „დაგვბომბა“.

ვაშაააა!
რას არ გაიგებს კაცი – უკრაინას დაუსანქცირებია ბიძინა ივანიშვილის ძმა და ძმის-ცოლი, დეიდაშვილი, იმის შვილი, აგრეთვე კიდევ 3 ქართველი ბიზნესმენი.

„ცხენს ვერაფერი დააკლეს და უნაგირს დაუწყეს ცემაო“ – ასეა ამათი საქმე.კარგად იციან, ბიძინას დასანქცირების შემთხვევაშიც ვერაფერს დააკლებდნენ, მაგრამ ეს არ არის მთავარი.
მთავარია უკრაინის ხელისუფლების (და ალბათ მათ უკან მდგარი აშშ-ს) აშკარად გაუთვლელი და მათთვის უკუშედეგის მომტანი პოლიტიკაა.
როგორც ჩანს, ქართველი ყავლგასული პოლიტიკოსები ზელენსკის და მის გარემოცვას უმტკიცებენ, ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის, რუს ოლიგარქად და მტრად მიიჩნევს და ერთი სული აქვს, როგორმე მოიშოროს თავიდანო. მოკლედ, ის ლექსიკა და შტამპები ჩაუჭედეს თავში გაჭირვებაში ჩავარდნილ უკრაინის საცოდავ ხელისუფლებას, რა ლექსიკონითაც თვითონ მსჯელობენ, რა ილუზორულ წარმოდგენებსაც თვითონ იქმნიან და რითიც ერთმანეთს ასაზრდოებენ. ამას თუ დავუმატებთ იმასაც, რომ იქ მყოფი ქართველთ მოძულე ნაქართველარები მუდმივად ტრიალებენ უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების შორი¬ახლოს, გასაკვირი არ არის, რომ ზელენსკის და მის გუნდს მართლა სჯეროდეს, რომ ქართველი ხალხი ისწრაფვის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ (რაც ასე სჭირდება უკრაინას) მხოლოდ ბიძინა და მისი გუნდელები ამუხრუჭებენ. ამიტომ აქედან ელოდებოდნენ მასობრივ აღტაცებას და მხარდაჭერას.

უკრაინის ეროვნული უშიშროების თუ ეროვნული საშიშროების საბჭოს (ამას მალე ვნახავთ) მოუთხოვია ზემო ხსენებულ პიეებზე სანქციების დაწესება, რომლის შეფიც ოლექსი დანილოვია და რომელიც პერიოდულად ომისკენ, მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს საქართველოს.

ზელენსკისა დაუჯერებია და დაუყოვნებლივ მოუწერია ხელი. ისე, ნათქვამია, პოლიტიკოსის ღირსება მტრების მეგობრებად გადაქცევის ხელოვნებააო, უკრაინის პრეზიდენტს კი, როგორც ჩანს, მეგობრების მტრებად გადაქცევის დიდი ნიჭი აღმოაჩნდა.

სავარაუდოდ ამერიკა- ევროპასაც მოსთხოვს ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას, რითაც ერთად ერთს ჩვენს სამარცხვინო ოპოზიციას გაახარებს, რომელსაც დიდი ჟრიამული აქვს ატეხილი ზელენსკის გადაწყვეტილების გამო. აი, რას ამბობენ ისინი:
გიგა ბოკერია: „ივანიშვილი ბოროტების მხარეზეა თავისუფლების წინააღმდეგ. უბრალოდ ამის კიდევ ერთი გაფორმებაა დღეს“. მამუკა ხაზარაძე: „ეს არის პრორუსული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება“. შალვა ნათელაშვილმა: „გილოცავთ. „ლეიბორისტული პარტიის“ 10 წლიანი ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის დასასანქცირებლად გამარჯვებით მთავრდება… ხელისუფლება იცვლება მეგობრებო, შევეგუოთ“. ნიკა მელია: „სანქციები ბიძინას მიუახლოვდა!“
ამ და სხვა იდიოტებს არ ესმით, რომ პოპულარული და პატივცემული ქართველების მიმართ მტრული, და თანაც, უსამართლო ქმედებები სწორედ ამ ქმედებების ავტორების საწინააღმდეგო განწყობებს აღვივებს ქართველ ხალხში, რომ სიმართლისთვის, ქვეყნისთვის ომის აცილებისთვის და ხალხის გადარჩენისთვის „დასჯილი“ ადამიანის მიმართ სოლიდარობა და თანაგრძნობა საზოგადოების მხრიდან რეაქციის ბუნებრივი გამოვლენა და მისი მტრების ავტომატურად ამ საზოგადოების მტრებადაც აღიქმებიან.

ის ფაქტი, რომ ამგვარ მიზეზთა გამო ქართველების დიდი უმრავლესობისთვის ბიძინა ივანიშვილი პოპულარული და პატივცემული პერსონაა, ტვინგაყინულ ოპოზიციონერებს არ უნდათ, თავში შეუშვან. ბოღმა, შური და ღვარძლი ისე აბრმავებს მათ, სასურველს ყოველთვის რეალობად წარმოაჩენენ, ილუზიებში ცხოვრობენ. სხვებსაც და საკუთარ თავსაც აჯერებენ, რომ საქართველოში ყველა ბოროტების და წარუმატებლობის სათავე ბიძინა ივანიშვილია, ამიტომ ყველა წარმატებაშიც მხოლოდ უარყოფითი უნდა დაინახონ, რომ თავიანთი გამრუდებული წარმოდგენები გაამართლონ. ეს რომ ასე არ ქნან, მაშინ ხომ ხუხულასავით ჩამოეშლებათ რუდუნებით შექმნილი და მოვლილ-რეკლამირებული მტრის ხატი.
ამ ყველაფერს კი საბოლოო შედეგად ისევ პროდასავლური იდეოლოგიის (როგორც უსამართლო და უსინდისო) დასუსტების და პრორუსული იდეოლოგიის (როგორც ამის ალტერნატივის) გაძლიერებისკენ მივყავართ. და სულ არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენი „გენიოსი“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამას შეგნებულად აკეთებენ თუ თავისი ვიწრო, გამრუდებული პოლიტიკური აზროვნებით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება