fbpx

ცრუ ბრალდებებზე ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის მერიᲐ განცხადებას არცელებს: ცრუ ბრალდებები , საჯარო სამსახურების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და საზოგადოების დეზინფორმაციას ემსახურება ქუთაისის მერიას, როგორც ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე უწყებას, საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, გვსურს ვუპასუხოთ, ქუთაისის საკრებულოს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგა შუშანიას უსაფუძვლო ბრალდებას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ეხებოდა ქუთაისის მერიის მიერ წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას. საკრებულოს წევრმა, მიზანმიმართულად, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ორი ორგანიზაციის – ქუთაისის მერიისა და DMO იმერეთი-ს მიერ, წლის განმავლობაში ამ ეტაპზე დაგეგმილი წარმომადგენლობითი ხარჯები გააერთიანა. ამასთანავე, ფაქტობრივი ხარჯის – 7739 ლარის ნაცვლად, დაასახელა წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის დაგეგმილი 16000 ლარი. ტყუილია მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ თითქოს აღნიშნული თანხა მოხმარდა სახელმწიფო მოხელეებისა და მაღალჩინოსნების კვებას. ზემოთაღნიშნული 7739 ლარი დაიხარჯა უცხოური დელეგაციების, შემოქმედებითი კოლექტივებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების (სტუმრების) გამასპინძლებისთვის. რაც შეეხება DMO იმერეთი-ს ფაქტობრივ ხარჯს -2300 ლარს, ის გაწეული იქნა ტუროპერატორების, ჟურნალისტების, ბლოგერების და ავიაკომპანიების წარმომადგენლების ინფო და მედია ტურების კვებით მომსახურებისთვის, იმერული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით საიმიჯო კლიპის გადაღებისთვის, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, ტურიზმის კერძო სექტორთან გამართული ღონისძიების კვებით მომსახურებისთვის, სადაც კერძო სექტორთან ერთად, განხილული იყო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ინიციატივები. მაშასადამე, ისეთი ღონისძიებების განხორციელებისთვის, რაც აღნიშნულ სამსახურს კანონითა და სამართლებრივად ევალება. ვფიქრობთ, დასახელებული ცრუ ბრალდებები ემსახურება საჯარო სამსახურების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. აქვე, გთავაზობთ ზუსტ ინფორმაციას ფაქტობრივი ხარჯების რაოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ: ქალაქ ქუთაისში ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის განხილვაზე მოწვეული სტუმრების კვებითი მომსახურება-500 ლარი. პოლონეთის 25 წევრიანი დელეგაციის მომსახურება – 1702ლარი. ვაჟა აზარაშვილის საღამოს სტუმრების კვებითი მომსახურება – 460 ლარი. „ქართული ხმების“ წარმომადგენლების კვებითი მომსახურება (რევაზ ლაღიძის საღამო) – 1600 ლარი. თეიმურაზ წიკლაურის ხსოვნის საღამოს სტუმრების კვებით მომსახურება – 250 ლარი. „ქუჩის მუსიკოსების“ სასტუმროს და კვებით მომსახურება – 927 ლარი. ტურიზმის კერძო სექტორის მიერ დასმული ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივების განხილვის ღონისძიებისათვის – 2000 ლარი საიმიჯო ვიდეო – რგოლში იმერული სამზარეულოს პოპულარიზაციისათვის – 300 ლარი. ქუთაისის მერია და მისი სამსახურები გააგრძელებენ მოსახლეობის წინაშე კანონით აღებული ვალდებულებების და სამართლებრივად განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისათვის ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას და შესაბამისი მიზნობრივი ხარჯების გაწევას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება