აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც „ „ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავს.“
ანანიძის განცხადებით, საქართველოში თუ რაიმე სიყალბეა, ეს სწორედ ოპოზიციის მიერ დაფინანსებული „პოლიტიკური შოუმენის“ ჯო უილსონის დარდია ჩვენს ქვეყანაზე.
„თუ რამეა ამ ქვეყანაში სიყალბე, ეს სწორედ ოპოზიციის ფასიანი პოლიტიკური შოუმენის, ჯო უილსონის, დარდია საქართველოზე!“- წერს ცოტნე ანანიძე