fbpx

ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ,არ უნდა შეეხოთ ჩვენ ჯარისკაცებს, ჩვენ გმირებს-ჯუანშერ ბურჭულაძე

“ჩვენ გავავრცელეთ განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების საქმეები ჩვენთან არ ინახება, ჩვენ დავიწყეთ მაინც მოკვლევა – სამხედრო პოლიციამ, რომ დავაზღვიოთ ანალოგიური რისკები. ჩვენ დროს დავხურეთ ჩვენ ისეთი ინფორმაციაც კი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, რაც შეიცავდა ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობას და ა.შ ჩვენ ვზრუნავთ, ჩვენ ვიცით რა მნიშვნელობა აქვს ჯარისკაცების პერსონალურ ინფორმაციას.” – ასე უპასუხა თავდაცავის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძე “მთავარი არხის” ჟურნალისტია კითხვას.

თუმცა ჩემი აზრით, ეს კამპანია არის პროვოცირებული ჩვენი ოპოზიციური მედიის მიერ, რომ იცოდეთ, მე მინდა გირჩიოთ, რომ ჩვენი გენერლები, ამ კვირას მე მივანიჭე ორ ადამიანს გენერლობა, ერთს გენერალ-მაიორობა, ეს ხალხი ომის დროს, ერთ-ერთი მათგანი კახა ტაბატაძე ასრულებდა მაშინ პირველი ბრიგადის მეთაურის მოვალეობას, იყო არტილერიის ბატალიონის მეთაური, ეს ხალხი, ჯარისკაცები ჩვენ არ მოგვყავს, ჯარი ზოგადად ისეთი სტრუქტურაა, სადაც არიან დიდი ხნის განმავლობაში და ეტაპობრივად მიმდინარეობს დაწინაურება, ჩვენ არ მოგვიყვანია აქ ჯარისკაცები და თქვენ ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ როდესაც ასეთ პროვოკაციებს აწყობთ, არ უნდა შეეხოთ ჩვენ ჯარისკაცებს, ჩვენ გმირებს. ეს არის ორგანზიებული პროვოკაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ცნობისთვის,  მთავარმა არხმა მოამზადა სიუჟეტი თითქოს ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელშია. საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება