fbpx

ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით, „საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას” საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი ეთქვა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ „საქართველოს რესპუბლიკური პარტიას“ და მის წარმომადგენელს რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განკარგულებაშია აღნიშნული.

განკარგულების თანახმად, პარტიამ არჩევნებში მონაწილეობისთვის, რეგისტრაციის განცხადებით, ცესკოს ვადაგადაცილებით მიმართა.

მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებასსაქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და მის წარმომადგენელს თამუნა კორძაიას უარი უნდა ეთქვას საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს 2 პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე ცესკოს სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 42-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებას (ამ განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ განცხადება №გ-01/14/07/20/28 (ცესკოში რეგისტრაციის №1037) საქართველოს ცენტრალურ კომისიაში შემოტანილი იქნა ვადაგადაცილებით, კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლით დადგენილ ვადაში, 2020 წლის 15 ივლისამდე, რაც წარმოადგენს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 78-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 197-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-10 პუნქტისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ №გ-01/14/07/20/28 განცხადების (ცესკოში რეგისტრაციის №1037) საფუძველზე, ვადგენ: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი ეთქვას მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და მის წარმომადგენელს თამუნა კორძაიას. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე“, – აღნიშნულია განკარგულებაში, რომელსაც ხელს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია აწერს.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares