fbpx

ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგებით არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54,72%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 23,61%, „ევროპულმა საქართველომ“ 3,99% მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 54,72%, „ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 23,61%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3,99% აქვს.

ცესკოს ინფორმაციით, 3847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 1 085 უბნის მიხედვით.

ხმები პარტიებს შორის ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 54,72%

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 23,61%

„ევროპული საქართველო“ – 3.99%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3.34%;

„სტრატეგია აღმაშენებლი“ – 2.46%

„ლელო“ – 2.66%.

„გირჩი“ – 1.91%;

„1085 საარჩევნო უბანია დათვლილი. ძირითადად გახლავთ ისეთი უბნები, რომელიც არის ამომრჩეველთა რაოდენობით პატარა და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ოქმია შემოსასვლელი, როგორც თბილისიდან ისე დიდი ქალაქებიდან. დიდი ქალაქების, მათ შორის თბილისის და იმ დიდი რაოდენობის ამომრჩეველი უბნების ზეგავლენა იქნება იმ შედეგებზე, რომელიც და შეიძლება, შეცვალოს შედეგები“,- განაცხადა ჟვანიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება