ცესკოს თავმჯდომარემ დღეს ერთ-ერთი ხანდაზმული ამომრჩეველი ელენეაბაშიძე მოინახულა. გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს პრეს სპიკერმა ნათიაიოსელიანმა ხანდაზმულ ამომრჩეველს მიაწოდეს ინფორმაცია საარჩევნოპროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით,გადასატანი ყუთით სარგებლობის, ბიულეტენის შევსების წესის და 4ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისშესახებ.როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციისტრადიციად იქცა, რომ საერთო არჩევნების წინ უწყების წარმომადგენლებისტუმრობენ უხუცეს ამომრჩეველს, რაც ხაზს უსვამს თითოეული ამომრჩევლისმონაწილეობის მნიშვნელობას. „ბუნებრივია, ფიზიკურად მთელი ქვეყნისმასშტაბით ყველა უხუცესთან ფიზიკურად მისვლა შეუძლებელია, თუმცა ესარის გზავნილი ყველა მათგანისთვის, რომ მათი არჩევნებში მონაწილეობაისეთივე ღირებულია, როგორც სხვა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისა თუთაობის წარმომადგენლის“ – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.შეხვედრას ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თინათინკალმახელიძე და კომისიის წევრი ირმა ფიდაშვილი ესწრებოდნენ.