ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ევროპის უსაფრთხოებისა დათანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივან ფერიდუნსინირლიოღლუსთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგიკალანდარიშვილმა და მოადგილე გიორგი შარაბიძემ ეუთოს გენერალურმდივანსა და დელეგაციის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია როგორც გასულიწლის არჩევნების, ისე მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრისარჩევნებისთვის მზადების შესახებ.ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა საქართველოსპარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ელექტრონული ტექნოლოგიებისფართომასშტაბიანი დანერგვის შესახებ. განიხილეს აღნიშნულ არჩევნებზეარსებული გამოწვევები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო/ოდირისრეკომენდაციების შესრულების მდგომარეობისა და ამ მიმართულებითსაარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო გეგმების შესახებ. აღინიშნა, რომმნიშვნელოვანია ეუთო/ოდირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება,რაც ხელს შეუწყობს ერთობლივ ძალისხმევას საარჩევნო პროცესებისგანვითარებასთან დაკავშირებით.შეხვედრის მთავარი თემა იყო ასევე 4 ოქტომბერს გასამართიმუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები. გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგიშარაბიძემ დეტალურად ისაუბრეს, როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაციაროგორც სამართლებრივი, ისე ტექნიკურ-ლოგისტიკური მიმართულებითარჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებითჩასატარებლად. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საარჩევნოადმინისტრაციის წინაშე ზოგადად არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები.შეხვედრის დასასრულს მხარეები მომავალში თანამშრომლობის გაგრძელებისაუცილებლობაზე შეთანხმდნენ.ცესკოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ალექსანდრე მაისურაძე,ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ტერი ჰაკალა, კონფლიქტებისპრევენციის ცენტრის დირექტორი კატერინე ფეარონი და გენერალური მდივნისსპეციალური მრჩეველი ზეინეპ ცელიკელი.