საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარისავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო)წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და უსკოსთავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილისგანცხადებით, უსკო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს,სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საარჩევნო საკითხის შესახებარსებული პრაქტიკა აქტიურად იყოს განხილული ორ უწყებას შორის. მისივეთქმით, ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს ინსტიტუციებს შორისმჭიდრო კოორდინაციას, კომუნიკაციის გაძლიერებასა და საარჩევნო პრაქტიკისგანვითარებას. თავის მხრივ, უსკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეხვედრისორგანიზების ერთ-ერთი მთავარი მიზანია თანამშრომლობის კიდევ უფრომეტად გაძლიერება და საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.სამუშაო შეხვედრისას ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რამდენადმნიშვნელოვანია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესში აჭარისავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ჩართულობა,განსაკუთრებით საარჩევნო პროცედურების ადმინისტრირებისა დაამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით. ამასთან, გიორგიკალანდარიშვილმა უსკოს წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განიხილა26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მიღებული გამოცდილება.განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციასთანდაკავშირებულ გამოწვევებზე და მის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლისსტრატეგიაზე.ამასთან, საუბარი შეეხო ინფორმირების კამპანიასა და საგანმანათლებლოპროექტებს, რომლებსაც ორი უწყება ამომრჩევლებისთვის მასშტაბურადახორციელებს.სამუშაო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე იყო 2025 წლისმუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები და საკანონმდებლო ცვლილებები.აღნიშნულ საკითხებზე დეტალურად ისაუბრა ცენტრალური საარჩევნოკომისიის აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგისანტურიანმა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვასაარჩევნო რეგულაციის შესახებ და განიხილეს ამ მიმართულებით არსებულიმნიშვნელოვანი საკითხები.სამუშაო შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნოკომისიის ორგანიზებით 10-12 სექტემბერს საირმეში გაიმართა.