fbpx

ცასავით ნათელია „ნაცპუტჩისტების“ პოზიცია სამეგრელოსთან დაკავშირებით-გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია იმ ვიდეოჩანაწერს გამოეხმაურა, რომელიც „ქრონიკამ“ მოიპოვა და რომელზეც ნიკა მელიას მხარდამჭერებთან საუბარია აღბეჭდილი. ჩანაწერში მელია სამეგრელოზეც საუბრობს და სწორედ ამ ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა.

„ცასავით ნათელია „ნაცპუტჩისტების“ პოზიცია სამეგრელოსთან დაკავშირებით. ცუდი ის არის, რომ ამ პოზიციას ნიკა ანზორის ძე ახმოვანებს. ამას ვამბობდი სულ, ორივე არჩევნების მსვლელობისას. ედიკას პოლიტმემკვიდრე ძალა უდავოდ სიძულვილით არის განმსჭვალული ზვიადის ერთგული სამეგრელოსადმი-თქო. ესაა სიმართლე“, – წერს გამსახურდია Twitter-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება