fbpx

ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით. ჩვენ ვიდგებით ორ ფეხზე, ჩვენ დავიცავთ სუვერენიტეტს და ჩვენ დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ყველა მიმართულებით


დაგველაპარაკონ წესებით. ეს არის ჩვენი მკაცრი მოთხოვნა. ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით. ჩვენ ვიდგებით ორ ფეხზე, ჩვენ დავიცავთ სუვერენიტეტს და ჩვენ დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ყველა მიმართულებით. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს რესურსი, იმისთვის რომ ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება სათავისოდ გამოიყენოს, რადგან მმართველი გუნდი შეახსენებს მათ რა სასამართლო სისტემა არსებობდა 2012 წლამდე და რა სისტემა არის ახლა.

მან ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კრიტიკა გაიხსენა. კობახიძის თქმით, სერიოზული ზეწოლის მიუხედავად, არჩეული იყო 28 მოსამართლე და ამის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ ათასობით საქმე განიხილა და პრეტენზია ერთ საქმესთან დაკავშირებითაც არ არსებობს.

„და 2012 წლამდე, როცა სააკაშვილი და ადეიშვილი მართავდნენ სასამართლოს, მაშინ იყო უამრავი ქეისი, პირდაპირ ცოცხალი ადამიანის მკვლელობისთვის დაიჭირეს ადამიანი. ამის მეასედი პრობლემა მოიტანონ. სირცხვილია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. ჩვენ ვერ დავუშვებთ 2012 წლამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას სასამართლო სისტემაში, როდესაც სასამართლოში იყო სისტემური პრობლემები, როდესაც სასამართლო გამოიყენებოდა რეპრესიებისთვის. და თუ ვინმეს ვინმეს დასანქცირება უნდა, კეთილი ინებონ და დაიწყონ სააკაშვილით, რომლის გათავისუფლებას ითხოვენ აქტიურად, დაიწყონ ადეიშვილით, რომელიც დასეირნობს უკრაინაში და ევროპაში. აი ამ ხალხით დაიწყონ და მერე დაგველაპარაკონ ჩვენ“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება