fbpx

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19–ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

ჩრდილოეთ კორეა ისევ აცხადებს, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19–ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდცვის მსოფლიო ორგანიზცია ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 30 ივლისიდან 5 აგვისტომდე პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსზე 693 ტესტი ჩატარდა და ყველა უარყოფითი აღმოჩნდა.

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შეღწევის თავიდან ასაცილებლად ფხენიანმა 2020 წლის დასაწყისში მკაცრი ზომები შემოიღო და მისი გარე საზღვრები მთლიანად დახურა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება