fbpx

ჩვენ ვუჭერთ მხარს მოლაპარაკებებს, ყველა მშვიდობიან მოლაპარაკებას, რაც დღეს მიმდინარეობს-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი-ვიცი, თუ რაოდენ დიდი არის პოლონეთის სოლიდარობა უკრაინასთან, მხარდაჭერა ყველა მხრივ, რამეთუ ეს არის ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე დიდი ხანია, რაც მხარს უჭერს უშუალოდ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე ჩვენც გვიჭერს მხარს მუდმივად, ამ კუთხით, ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენი მადლიერება გამოვხატო, გამოვხატო ასევე მადლიერება ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორის მიმართ, რომლებიც დღეს ამ ძალიან რთული მოლაპარაკებების დროს არ ივიწყებენ საქართველოს და ყოველი საშუალების დროს ახსენებენ საქართველოს სუვერენობას და ტერიტორიულ მთლიანობას.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ დღეს, ჩვენ ვუჭერთ მხარს მოლაპარაკებებს, ყველა მშვიდობიან მოლაპარაკებას, რაც დღეს მიმდინარეობს და ვიცი, რომ ყველა მხრივ მიმდინარეობს მცდელობები, რომ გამოვიდეთ ამ დაძაბული ვითარებიდან, რამეთუ აგრესიას მომავალი არ გააჩნია, შედეგი არ გააჩნია. ეს სამხედრო ქმედებები, ეს ძალის გამოყენება ეკუთვნის წარსულს. ანაქრონისტულია დღევანდელ დღეს, რამეთუ ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს დღევანდელ დღეს, ამ გლობალური გამოწვევების წინაშე, თუ არა მოვნახოთ მშვიდობიანი გზები და ვისაც ეს არ ესმის და ვისაც აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, იმას დღეს არ ესმის, როგორი არის 21-ე საუკუნის მსოფლიო.

მინდა გამოვთქვა ჩემი იმედი და რწმენა, რომ უკრაინის სუვერენობა იქნება ბოლომდე დაცული, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოლაპარაკებები, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი არის სრულიად ჩართული, იქნება შედეგიანი და ეფექტური. ეს ყველას, ჩვენი საერთო ინტერესია. მე მინდა, ასევე ვთქვა, რომ მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს არა მხოლოდ სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები იქნება დაცული ამ მოლაპარაკებებში, არამედ ყველა ჩვენი ინტერესი ამ კონსულტაციებში თუ მოლაპარაკებებში სრულიად დაცული და ამისთვის წინასწარ მინდა ჩვენს პარტნიორებს დიდი მადლობა მოვახსენო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის, პოლონეთის პრეზიდენტი პეკინში მიემგზავრება. ის საქართველოში რამდენიმე საათით შეჩერდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება