fbpx

ჩვენ ვიხილეთ მორიგი ცილისწამება და ტყუილი,მზად ვარ დავიკითხო სიცრუს დეტექტორზე-ირმა ინაშვილი

რაც უნდა ილაპარაკოთ ტყუილ 2 მილიონზე და არარსებულ 8 მილიონზე, იმდენად ჩლუნგები ხართ, რომ ვერ ხვდებით: ვერავის დაავიწყებთ და არავის დაავიწყდება, რომ ხართ ადამიანის მწამებლები, გამაუპატიურებლები და მკვლელები, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი წერს.

ჩვენ ვიხილეთ მორიგი ცილისწამება და ტყუილი, რაც არაა გასაკვირი ნოდარ მელაძისგან. მზად ვარ, დავიკითხო სიცრუის დეტექტორზე, რომ არც 2 მილიონი ამიღია, არც 1 მილიონი და საერთოდ, არც 1 ლარი.

ეს არჩევნები მაინც უთანასწორო ომში გავატარე…
უბრალოდ, წარმოუდგენელი, ამაზრზენი ცილისწამებაა, რაც ახალი არაა ჩემთვის.
ახლა მეორე: იგივე ტვ პირველი ამბობდა, რომ რუსებმა 8 მილიონი მოგვცეს არჩევნებზე. არადა, არჩევნებზე 600 000-იც არ დაგვიხარჯავს და ეს უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ 500 000-ზე ცოტა მეტი დავხარჯეთ.

თანაც, ნახევარი სახელმწიფო დაფინანსებაა.
მესამე – ვანო ჩხარტიშვილს ციხის კადრებთან არავითარი შეხება არ ჰქონია. 

მოკლედ, ყველაფერი მორიგი ტყუილია, მაგრამ რადგან ასე გსურთ, საზოგადოებას კვლავ გავახსენებთ, როგორ აწამებდით ხალხს.

ხომ ეს გინდოდათ, თქვე სადისტებო.
რაც უნდა ილაპარაკოთ ტყუილ 2 მილიონზე და არარსებულ 8 მილიონზე, იმდენად ჩლუნგები ხართ, რომ ვერ ხვდებით: ვერავის დაავიწყებთ და არავის დაავიწყდება, რომ ხართ ადამიანის მწამებლები, გამაუპატიურებლები და მკვლელები.
გავიმარჯვებთ ჩვენ და ისე დაგსჯით, რომ დაგაწყევლინებთ დაბადების დღეს. ეს მელაძესაც ეხება”, – წერს ირმა ინაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება