fbpx

ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა-ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „რეზოლუცია მისთვის არაფრის მთქმელი არ არის და “ეს არის პოლიტიკურად მიკერძოებული“ დოკუმენტი.

„ჩვენ მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის განვითარება. ეს არის მთავარი. 2007 წელს გაგვიჩინეს ძალიან დიდი მოლოდინი, აჟიოტაჟი, რომ მაპ-ის მონიჭებით თუ არმონიჭებით რაღაც მოხდებოდა. არ მოგვანიჭეს მაპ-ი, მაგრამ ქვეყანამ გააგრძელა ნატო-ში ინტეგრაცია, გახსნა ნატოს-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. ამიტომ გეუბნებით, რომ რეალობაში უნდა ვიყოთ. ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება