fbpx

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც დაპირებებს ასრულებს და ქვეყნის განვითარებას აგრძელებს – გივი მოდებაძე

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც დაპირებებს ასრულებს და ქვეყნის განვითარებას აგრძელებს – გივი მოდებაძე. ,,ქართული ოცნების” ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე საარაჩევნო კამპანიას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. კანდიდატი ამჯერად სოფელ ხალიფაურის, მღვიმევის, წირქვალის, ზედა და ქვედა ჭალოვანის მოსახლეობას შეხვდა. ,,ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც დაპირებებს ასრულებს და ქვეყნის განვითარებას აგრძელებს. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტი სოფლებში წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა იქნება. ჩემს გუნდთან ერთად მაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგაც წყალმომარაგების პრობლემა ჭიათურის ყველა სოფელში მოგვარდება”- განაცხადა გივი მოდებაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება