fbpx

ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და აღიარებული რუსეთის მიერ, ამაზე უნდა ვისაუბროთ და ვიფიქროთ, როგორ დავძლიოთ ოკუპაცია-ირაკლი ღარიბაშვილი

aსეთი თემები, როგორიც არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ომი, ტრაგედია, ამაზე, ამ ერთ დღეს მაინც შეწყვიტეთ ეს პოლიტიკური სპეკულაციები“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და აღიარებული რუსეთის მიერ, შესაბამისად, ამაზე უნდა ვისაუბროთ და იმაზე ვიფიქროთ, როგორ დავძლიოთ ოკუპაცია.

„ეს არის სირცხვილი, ამ თარიღებით სპეკულირება. ამაზე სპეკულირება არის სირცხვილი. ფაქტებზე და შედეგზე ისაუბრეთ. შედეგი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და აღიარებული რუსეთის მიერ. შესაბამისად, ამაზე უნდა ვისაუბროთ და იმაზე ვიფიქროთ, როგორ დავძლიოთ ოკუპაცია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება