fbpx

ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული-ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ, ქართველებს, კარგად გვესმის მშვიდობის ფასი, ვინაიდან, სწორედ დღევანდელ დღეს დაიწყო აფხაზეთში ომი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატის, მალხაზ ბეგიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა.

„ამ სიტყვის ფასი, დღევანდელი დღისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ჩვენ გვახსოვს, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს დამკვიდრდა აღნიშნული გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ, ქართველებს, კარგად გვესმის მშვიდობის ფასი, ვინაიდან, სწორედ დღევანდელ დღეს დაიწყო აფხაზეთში ომი. ეს გვახსენებს ყველას, თუ რაოდენ დიდი ტკივილი არის ჩვენთვის, ყველასთვის, ომი და ნგრევა, რომელსაც მოაქვს გამოუსწორებელი შედეგები ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. 90-იანი წლები არის მწარე გაკვეთილი ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. არც თუ ისე შორეულ წარსულში, სულ რაღაც 13 წლის წინ, აღნიშნული ტრაგედია, ასევე თავიდან ვერ ავიცილეთ, ვერ აიცილა წინა ხელისუფლებამ, რომლის შედეგადაც დაიკარგა დამატებით ტერიტორიები, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, დაიკარგა ისეთი მნიშვნელოვანი ტერიტორიებიც, როგორიც არის კოდორი, ახალგორი და 100-ზე მეტი სოფელი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება