fbpx

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, საკუთარი ნებით ყიდდნენ თურქებზე მიწებს რომელიც ნამახვან ჰესის პროექტის განხორციელებას ესაჭიროებოდა-რაია ჯანხოთელი

ბიზნესმენი რაია ჯანხოთელი სოციალურ ქსელში წერს-

ბევრი მეკითხება და მწერს, ნამახვანჰესის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე რა პოზიცია მიკავია. მოკლედ:რა პოზიციაც მაქვს გარეჯზე!მაგრამ არის ერთი მაგრამ და განვავრცობ!ამ პროექტის ამოქმედება დიდი ხნის წინ დაიწყო. ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ავადსახსენებელ პერიოდში. მიწის მესაკუთრეები, ჩვენი ქვეყნის ქართველი მოქალაქეები, საკუთარი ნებით ყიდდნენ სწორედ ამ თურქებზე მიწებს-იმ მიწებს, რომელიც ამ პროექტის უპირობო განხორციელებას ესაჭიროებოდა. ჰყიდდნენ და მრავალ წერტილი!!!!!!!მერე? მერე ისე როგორც გარეჯი, ეს პროექტიც, ზედ დახუნძლული ქართველთა ხელის მიერ საკუთარი ნებით გადაცემული მიწებით, ნაციონალებმა გადაუფორმეს თურქულ ფირმას-გააფორმეს წინასწარი ხელშეკრულების პროექტი და მოაწერეს ხელი!

2012 წელს, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, ქართულმა ოცნებამ საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ხელშეკრულების უკან გამოთხოვა, რაზედაც სასამართლომ დასაბუთებული არგუმენტებით უთხრა უარი!ხომ არ დაგვიანდა დღეს არსებული ფორმით გამოსავლის ძებნა?რატომ დღეს და ვთქვათ ათი წლის წინ თუ ვერა, რატომ არა თუნდაც 2019 წ?

თუ, ბასიანი იცავდა “დარღვეულ” უფლებებს და ნამახვანჰესისთვის არავის ეცალა იმ დროს?😡 ( ისედა, 2019 წლის პროტესტის ტალღის შედეგებს ვიმკით დღესაც…)ხოდა ამასობაში, 2019 წლის 21 ნოემბერს, მთავრობის No 2405 განკარგულებით, თურქულ კომპანიას გადაეცა წყალტუბოს, ტყიბულის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში არსებული უძრავი ქონების ის ნაწილი, რაც სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა. ანუ, თურქულმა კომპანიამ, სანამ საერთო-სახელმწიფო საკუთრებას მიადგებოდა, ჯერ კერძო საკუთრებაში არსებული ქონება შეისყიდა იოლად. ანუ, სახელმწიფოს მიერ ნების გამოხატვამდე, თურქულმა კომპანიამ კერძო მფლობელობაში არსებული მიწის მესაკუთრეებისაგან მიიღო ნებელობა, სრული მხარდაჭერა და თანხმობა…. და რატომღაც ამაზე არავინ საუბრობს. (ესირცხვილებათ ალბათ)ამჯერად არ ვისაუბრე ქვეყნისათვის ამ ჰესის მნიშვნელობაზე, გაცვდა ეს არგუმენტი და დაემსგავსა “რა სარგებლობა მოაქვს მამალს”,.(ბაქო-ჯეიჰანის გზის მნიშვნელობასაც მაგონებს…)ყველა მაოხრებლის “ნამოღვაწარს” ვიმკით დღეს, გვერგო მემკვიდრეობად ის რაც გვაქვს და ძალიან რთულია ერთი ხელის მოსმით ყველაფრის გამოსწორება და დალაგება ყველასთვის მისაღები ფორმით……ჩვენი ხელით ვაფუჭებთ ბევრ რამეს და მერე სხვისკენ ვიშვერთ ხელს.

მე რომ მივყიდე თურქს ჩემი მამა პაპის მიწა ეგ არაფერი, აი შენ რომ გაყიდე, ესაა დანაშაული. იმის აღიარებაც გვიჭირს, რომ ორივე თანაბრად დანაშაულია… შენი უფრო, რადგან შენ რომ დაიცავდი შენს საკუთრებას, აღარ ექნებოდა სახელმწიფოსაც საერთო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის გაყიდვის არანაირი ბერკეტი.. (ხალხის საკუთრებაში არსებული მიწები იყო ამ პროექტის კრახის გარანტი)ესაა ჩემი კომენტარი ამ თემაზე.

ბოლოს კი აუცილებლად ვიტყვი, რაც თავიდავე უნდა უნდა მეთქვა, მაგრამ ჩასაფრებულთათვის სჯობდა ჯერ არგუმენტები, შემდეგ ჩემი “ეჭვები”,რადგან ყველა ზემოთ ჩამოთვლილის მიუხედავად, დღეს მხოლოდ ერთი ადამიანისაკენ იშვერთ ხელს, გინდათ ერთს შეაწმინდოთ თქვენი და სხვისი ტალახი, აჰკიდოთ ამ საქმეში მრავალ სხვა პირთა მიერ ჩადენილი და გაფორმებული ბრალეულობა, იმ პირთა, ვინც დღეს შორიდან უყურებს სეირს და ტკბება ამით…. ამიტომ არ მჯერა თქვენს “ნოტაზე” აწყობილი გულწრფელი პროტესტის!

რა თქმა უნდა, არიან ძალიან ბევრი, რომელთა მიმართ გამოვხატავ ჩემს უდიდეს პატივისცემას და ვაფასებ მათ გულანთებულ პროტესტს!…იმედს ვიტოვებ მხარეები დასხდებიან და გამოსავალს იპოვიან ამ ურთულესი პროცესების გადასალახად

გაუზიარე!

Shares