fbpx

ჩვენი სოლიდარობა ცხოველებს,აქცია-პერფორმანსი თურქეთის საელჩოსთან

რამდენიმე დღის წინ, თურქეთის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მოხდა ამაზრზენი ფაქტები ცხოველთა წამების. მიუსაფარ ძაღლებს და კაფებს ნიჩბებით უხლიჩავდნენ თავის ქალას, უმტვრევდნენ ფეხებს, დასახიჩრებულებს ყრიდნენ ორმოში და ცოცხლად მარხავდნენ. ამ სისასტიკემდე მოხდა ცხოველის გაუპატიურების ფაქტიც. ცხოველთა წამებამ ფეხზე დააყენა თურქეთის საზოგადოება და ცხოველთა დამცველები, მყისიერად მოხდა დამნაშავეთა დაპატიმრება და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. უმწეო, დაუცველი მიუსაფარი ცხოველების სისხლიანმა ტრაგედიამ შეგვძრა საქართველოს მოქალაქეები, განსაკუთრებით ცხოველთა დამცველები. ამიტომაც არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდარობის სახლის, საქართველოს ცხოველთა ფედერაციისა და ცხოველთამოყვარულების ინიციატივით, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსთან ჩატარდა აქცია-პერფორმანსი: ,,დავგმეთ ძალადობა, ცხოველთა წამება და ტკივილის მიყენება. ცხოველთა წამების ფაქტებზე ყველა ქვეყანაში მართლმსაჯულების ვერდიქტი უნდა იყოს უმკაცრესი მსგავსი დანაშაულებების წინააღმდეგ. ჩვენ ვიბრძვით და ვიღწვით ჰუმანური სამყაროს შესაქმნელად, რათა დედამიწაზე სიყვარულისა და სიკეთის ჰარმონიული ცხოვრება სუფევდეს. საქართველოდან ჩვენი სოლიდარობა ცხოველებს, დედამიწის ბინადრებს ჰუმანურ ადამიანებთან ერთად! ჩვენ ვიბრძვით და ვიღწვით ჰუმანური სამყაროს შესაქმნელად, რათა დედამიწაზე სიყვარულისა და სიკეთის ჰარმონიული ცხოვრება სუფევდეს. დავიცვათ ცხოველთა უსაფრთხოება!” – განაცხადა ააიპ სოლიდარობის სახლის დამფუძნებელმა თამილა ლომიშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება