fbpx

ჩვენი სკამებია გამოფენილი, როგორც მერიის ნამოქმედარი, ქოთნები ნაგვის ურნებადაა გასაღებული” – მოქალაქე “მთავარ არხს” ამხელს

სკამები, რომელზეც ტელეკომპანია “მთავარი” აცხადებს, რომ მერიამ დაამონტაჟა და შიგ სანაგვე ყუთია ჩადგმული, სინამდვილეში კერძო პირებმა დადგეს საკუთარი რესტორნის წინ და ის არა სანაგვე, არამედ საყვავილეა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლადო პიტავა წერს.

“მეგობრებო, აი ასეთი ამბავია: ერთი კვირა იქნება გოგებაშვილის ქუჩაზე ჩვენი რესტორნის წინ ტროტუარი მოვაწესრიგეთ, გავალამაზეთ და დავდგით სკამები, რომელშიც მცენარეების ქოთნებია ჩამონტაჟებული. მოგეხსენებათ, გოგებაშვილზე რამხელა პრობლემაა ტროტუარზე გაჩერებული მანქანები და ვიფიქრეთ ამით ჩვენც პატარა წვლილს შევიტანდით იქაურობის კეთილმოწყობაში. დღეს გავიღვიძე და ჰოი საოცრებავ, მთელს ფეისბუქსივრცეში ჩვენი სკამებია გამოფენილი, როგორც მერიის ნამოქმედარი, ხოლო ქოთნები ნაგვის ურნებადაა გასაღებული..საქმე იმაშია, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის ოჯახური ტრაგედიის გამო, ქოთნებში მცენარეების ჩარგვა ვერ მოვასწარით და ამ დღეებში ვაპირებდით მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ თბილისში ხომ განსაკუთრებული სისხარტით ამოვავსებთ ხოლმე ყველა ღრიჭოს, ორმოსა თუ ჩაღრმავებას და სანამ მცენარეები დავრგეთ, ჩვენი ქოთნებიც საყოფაცხოვრებო ნაგვით დაგვხვდა სავსე. ეს ხომ თავისთავად მშვენიერი, მაგრამ აი მთელი დღეა ათასობით ადამიანი უყურებს ფოტოებს და განიხილავს რაში დასჭირდა მერიას სკამებში ურნების ჩამონტაჟება… რა კომენტარი უნდა გააკეთო არც ვიცი… მაგრამ კიდევ ერთხელ მათთვის ვისაც დანახულის და წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვს: მერია არაფერ შუაშია! ეს ქოთნებია და არა ურნები! ყველგან, სადაც ჩაღრმავებულ ადგილს დაინახავთ ნაგავი არ უნდა ჩაყაროთ!!!მოკლედ ამ ამბავს ახლავე მივხედავთ რა თქმა უნდა და როგორც კი ვირუსთან დაკავშირებული რეგულაციები მოიხსნება, ჩვენს ახალ, ლამაზ და გამწვანებულ რესტორანში შევხვდებით გოგებაშვილის ქუჩაზე.” – წერს ლადო პიტავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება