fbpx

ჩვენი პარტია იქნება ხალთან, მიუხედავად იმისა, ხალხი ფურთხით უპასუხებს თუ არა-შალვა ნათელაშვილი

ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების უპრეცედენტო გაერთიანებას ივანიშვილის წინააღმდეგ ისტორიული მნიშვნელობა აქვს და მსგავსი ფორმატი უნდა გაგრძელდეს

“ჩვენს იდეოლოგიასთან ახლოს არცერთი პარტია არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ხალხის ინტერესების გამტარებელი, სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი, სულის და გულის ხალხისთვის ამომღები და გამცემი, და ხალხისგან  ძირითადად ვიღებთ ფურთხს სანაცვლოდ, ამაშიც განსხვავებულები ვართ, ზოგი ატყუებენ, ყიდულობენ, მერე გადააგდებენ…

მაგრამ ოპოზიციასთან საერთო მიზანი, რომ ივანიშვილი მოვიცილოთ და ქვეყანას გავუკეთოთ დეზინფექცია, გვაქვს და ეს არის ისტორიული მიზანი და ამის თაობაზე ყველასთან ვლაპარაკობთ, როგორც ხედავთ და უპორეცედენტოდ გავაერთიანეთ ოპოზიცია, რაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მეტი რა გავაკეთოთ.

ლეიბორისტული პარტია იქნება ხალთან, მიუხედავად იმისა, ხალხი ფურთხით უპასუხებს თუა რა”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება