fbpx

ჩვენი მიზანია საკრებულოში უმრავლესობა გვყავდეს და ამაზე ვმუშაობთ აქტიურად-ირაკლი კობახიძე

ჩვენი მიზანი არ არის რიგგარეშე არჩევნები, ჩვენი მიზანია საკრებულოში უმრავლესობა გვყავდეს და ამაზე ვმუშაობთ აქტიურად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სენაკის საკრებულოზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სენაკში, ოპოზიცია თავისი ქმედებებით სამართლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო იმძიმებს.

„მათ არ აქვთ არანაირი არგუმენტი და ე.წ. არგუმენტებით სამართლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო იმძიმებენ. დღეს არ ჩანს უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა, როგორც კი ეს შესაძლებლობა გაჩნდება, რა თქმა უნდა, მაშინვე მივიღებთ მონაწილეობას საკრებულოს სხდომაში. ჩვენი მიზანი არ არის რიგგარეშე არჩევნები, ჩვენი მიზანია საკრებულოში უმრავლესობა გვყავდეს და ამაზე ვმუშაობთ აქტიურად.

სენაკის საკრებულოში სხდომის გამართვას და გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება დეპუტატების ნახევარზე მეტი, ანუ 33-ის ნახევარი არის 17. „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას ალიანსი ამტკიცებს, რომ ეს არის არა 17, არამედ 16, ანუ მარტივ მათემატიკურ არცოდნასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში მათ მათემატიკა ძალიან კარგად იციან, თუმცა, რეალურად, იმდენად დიდი სურვილი ჰქონდათ სენაკში კოალიციის შეკვრის, რომ ცდუნებას ვერ გაუძლეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სენაკში 33-წევრიან საკრებულოში სხდომა ოპოზიციამ 16 დეპუტატით  გახსნა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება