fbpx

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან უკრაინაში ომია

უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან უკრაინაში ომია, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ უნდა შეასრულოს ყველა პირობა, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინაში ახლა ომია. ეს არის პუტინის ომი, რომელსაც სურს საკუთარი იმპერიის შექმნა. უკრაინას კი არ სურს, იყოს ამ იმპერიის ნაწილი. ეს არის განსაკუთრებული სიტუაცია, რაც გავითვალისწინოთ და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ცხადია, ეს იმასაც ნიშნავს, რომ უკრაინამ უნდა შეასრულოს ყველა პირობა, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. უკრაინელები თავს წირავენ და კვდებიან მათი არჩევანის გამო, იყვნენ ევროპული საზოგადოების ნაწილი. ასე რომ, თუ ევროპული საზოგადოება, ევროკავშირი მათ არ მიიღებს და არ მიიპატიჟებს, მაშინ უკრაინელები თავს იგრძნობენ მიტოვებულად. იმდი მაქვს, გამოინახება საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ უკრაინისთვის კანდიდატის სატატუსის მინიჭება მოხერხდეს. ამისთვის საჭიროა ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმება. ოპტიმისტურდ ვარ განწყობილი, განსაკუთრებით გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერების კიევში ვიზიტის შემდეგ. მათ მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება