fbpx

ჩემ კულტურულ ვაკეში, “შვიშტოკით” მორბენალმა ქალმა 30 პროცენტი როგორ მიიღო?!”

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, წერს:

“ისევ მიშა და ბურჯანაძე, ახლა უკვე შვილით, ისევ შალვა, უკვე შვილით, ისევ ნაცები, ისევ “დაობებული” ორკაციანი პარტიები, ისევ ლეგიტიმაციაზე საუბარი, იგივე სახეები, იგივე სიტყვები, იგივე აგრესია, იგივე ძალაუფლებისკენ სწრაფვა-თითქოს 17 წელი არ იყოს გასული!!!!

რას უშვებით ჩვენს სამშობლოს, ჩვენო თანამემამულეებო!!!

გული მტკივა, ჩემს ვაკეში, ოდესღაც განათლებულ, ინტელიგენტურ, კულტურულ ვაკეში, ქუჩაში “სვისტოკით” მორბენალმა ქალმა 30 პროცენტი როგორ მიიღო?!!!!! “ლელოს” რომ მიეღო, ხმას არ ამოვიღებდი, მართალია, მე ხმა არ მიმიცია, მაგრამ ჭკვიანი ახალგაზრდები ნამდვილად ჰყავთ იქ. ირმას რომ მიეღო, გამიხარდებოდა, მაგრამ სისხლისმსმელთა პარტიას???!!!!! ვერ ვხსნი და გული მწყდება.

-კახი კალაძემ რომ თბილისი გაალამაზა, რომელ მერს გაუკეთებია ასეთი?!! რა დაგემართათ, თანამოქალაქეებო, მათრახი მოგენატრათ?!!! გლდანში რომ გაკეთდა, იმდენი გლდანის შექმნის დროიდან არ გაკეთებულა!!! ვაკეში გართულებული მოძრაობა კი, პრობლემაა, მაგრამ იქნებ, შეიძლება გამოსწორება, ამის გამო სისხლისმსმელები უნდა აირჩიო?!!!!

-შიში, მოსმენა, აგრესია, დაბრალებები, უმიზეზო დაჭერები, ფულის “ახევა” საპროცესოებში, ბიზნესების “ახევა”-ამას ხმა როგორ უნდა მისცე?!!! ეგენი რომ ყოფილიყვნენ, ნახევერი საქართველო უკვე გაწყვეტილი იქნებოდა თუნდაც მარტო კოვიდისგან, სხვას აღარ ვიტყვი!

მიშამ აგრესიულ ტალღაზე შეგიტყუათ, ასე თუ ისე, ნორმალური პარტიები, რომელთა მეტი დეპუტატით შესვლა, პარლამენტში, მართლაც კარგი იქნებოდა! მაგრამ გაიჭყლიტეთ მიშას მინდორზე გადასულები, ვერ ხვდებით? შალიკოს ფანჩატური მიშას მინდორი იყო, და არა “ოპოზიციური ერთიანობა”! მიშას თავის მინდორზე აჯობებდით, გეგონათ?!! საქართველოს კი უკვე ავნეთ, თქვენი ახლომხედველობით!

ვერ გამიგია, საქართველოს ამომრჩევლის 25%-მა როგორ მისცა ხმა “შეხვედრას წარსულთან”?

რა გინდათ, ჩემო თანამემამულეებო, მიშა და ქაბული?!!!”

გაუზიარე!

Shares