fbpx

ჩემს დროს მე ვნიშნავდი დეპარტამენტის უფროსებს, ახლა გომელაურია მინისტრი და ის ნიშნავს

პრემიერ-მინისტრის  გიორგი გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, უწყების სამხარეო დეპარტამენტების უფროსების როტაცია მიმდინარეობს.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს უწყებაში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა, პოლიციის სამხარეო უფროსების როტაცია არის ძალიან სწორი პრაქტიკა.

“შინაგან საქმეთა მინისტრი მეც ვიყავი და შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელების როტაციის ძალიან სწორი პრაქტიკაა, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორი პრაქტიკა. ეს ადამიანები, რომლებიც, ჯერ კიდევ, ჩემს დროს იყვნენ დანიშნულები, ორ წელზე მეტია თანამდებობებზე მსახურობენ, ახლა ხდება მათი როტაციის დრო, ეს არის ნორმალური. მაშინ მე ვნიშნავდი დეპარტამენტის უფროსებს, ახლა გომელაურია მინისტრი და ის ნიშნავს მათ, ეს არის ნორმალური, ასე ხდება ყველგან და ასე უნდა მოხდეს ჩვენთანაც”, – განაცხადა გახარიამ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება