fbpx

ჩემი ნონა, როგორ უთვალთვალებენ.. ეგ კი არა, ბოლო ერთი კვირაა, ავტობუსის მძღოლები, მეტროს მემანქანეები, ყველანი ნონას დასდევენ და უკან დაჰყვებიან-ირაკლი ლატარია

თბილისის ზღვის კატერის ბიჭები, ყველანი, ნონას დაჰყვებიან უკან. ეგ კი არა, მართლა რომ დაავალონ ჩვენს ძალოვნებს, შეიძლება მაგრადაც გაუტყდეთ, მოსაწყენები ხართ, მომინდომეს აქ პოპულარობა – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია ნონა მამულაშვილის განცხადებას, რომელიც ამტკიცებდა, რომ მას ძალოვანი სტრუქტურები უთვალთვალებენ, რაზეც ტელეკომპანია POSTV-მ დაადგინა, რომ აღნიშნული პიროვნება ერთ-ერთი ტაქსის კომპანიის თანამშრომელია.

„ჩემი ნონა, როგორ უთვალთვალებენ.. ეგ კი არა, ბოლო ერთი კვირაა, ავტობუსის მძღოლები, მეტროს მემანქანეები, რამდენიმე მფრინავი და რაც ყველაზე მთავარია – თბილისის ზღვის კატერის ბიჭები, ყველანი ნონას დასდევენ და უკან დაჰყვებიან
რამდენიმე საათის წინ გავიგე, თურმე გუბაზ სანიკიძეს, ბაჩო დოლიძეს, ნიკა მაჭუტაძესა და კიდევ უამრავ ბუმბერაზს დასდევენ ჩვენი ძალოვნები და მოსვენებას არ აძლევენ. ე, ბიჭო, კარის მეზობლებსაც აღარ აინტერესებთ, სახლშიც ალბათ არავინ გესაუბრებათ, რა თვალთვალი, რა მიყურადება? ნეტა ვის რაში ჭირდებით? ეგ კი არა, მართლა რომ დაავალონ ჩვენს ძალოვნებს, შეიძლება მაგრადაც გაუტყდეთ, მოსაწყენები ხართ მომინდომეს აქ პოპულარობა და პაპა – რაღაცებით სირბილი“- წერს ლატარია Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება