fbpx

 ჩემი აზრით, ამ დროს ლოგიკური და ადეკვატური იქნებოდა ევროკავშირისგან, რომ დაჩქარებული წესით მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი. სტატუსიც უნდა მოგვანიჭონ, ნატოს ქოლგაც გადაგვაფარონ

პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მოსკოვის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თუ ეს პროვოკაციაა, რომლის მიზანიც საქართველოს დასავლეთისგან დაშორებაა, მას ადეკვატური პასუხი უნდა მოჰყვეს, როგორც საქართველოდან, ასევე დასავლეთისგან.

„ჩემი აზრით, ამ დროს ლოგიკური და ადეკვატური იქნებოდა ევროკავშირისგან, რომ დაჩქარებული წესით მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი. მოსესავით ნუ შემოგვხედავს, რომ 40 წელი უნდა გვატაროს უდაბნოში, იმიტომ რომ თუ ამ რეკომენდაციებს ცოცხალი კონტაქტი არ მოყვა, მერე აზრს კარგავს, ცვდება, ხუნდება ყველაფერი, ენთუზიაზმი ქრება. სტატუსიც უნდა მოგვანიჭონ, ნატოს ქოლგაც გადაგვაფარონ, იმიტომ რომ თუ ჩემგან სანქციებში მაქსიმალურ ჩართულობას ითხოვ, მაშინ ჩემი დაცულობის ხარისხი შენი დაცულობის ხარისხის უნდა იყოს“, – განაცხადა მაღრაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება