fbpx

შხამი დაალევინეს, ყვავის სისხლი აჭამეს, ან ქათმის ფეხით მოაჯადოვეს

“ტაბულას” დამფუძვნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი ნაპრეზიდენტალ მიხეილ სააკაშვილის ფერიცვალებაზე სიციალურ ქსელში წერს.

“ადამიანს 6 წელია მთავარ
მოკავშირედ გუბაზ სანიკიძე და თაკო ჩარკვიანი ყავს, ჩამოთრეულებს ებრძვის, ქართული საჯიშე ბიჭები უნდა გადარჩნენო ღაღადებს, ხელები შორს ქართული ბუნებისგან – არა ჰესებსო გაიძახის, უმცირესობებს ქაშვეთთან დგომის უფლება არ აქვთო – ამტკიცებს, რელიგიას და ტრადიციებს ლიბერალები მართმევდნენო – ჯვარს აშანშალებს.…

და ამ დროს, ხალხი სერიოზულად განიხილავს იმას, რომ სააკაშვილს მახე დაუგეს და შემოიტყუეს.

ოღონდ სიმართლეს თვალი არ გაუსწორონ და არ აღიარონ, რომ უბრალოდ დეგრადირდა და ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება – ყველანაირ შეთქმულებას დაიჯერებენ.

p.s. მაგრამ სიმართლეს რომ თვალი გაუსწორონ, მერე ჩერგოლეიშვილი და ბოკერია აღმოჩნდება მართალი – საკუთარი თავისგან რომ იყო ეს კაცი გადასარჩენი, ამას ხომ ბევრს ვუხსნიდით და ამიტომ შხამი დაალევინეს, ყვავის სისხლი აჭამეს, ან ქათმის ფეხით მოაჯადოვეს ჯობია”.წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება