fbpx

შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციას ცესკო-სთან აქციაზე ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებია

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიციას ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებია.

როგორც საბანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დეზინფორმაციაა, თითქოს აქციაზე გაზი გამოიყენეს.

„სამწუხაროდ, ვრცელდება დეზინფორმაცია, ხაზი მინდა გავუსვა, რომ პოლიციას არ გამოუყენება გაზი“, – განაცხადა საბანაძემ.

ცნობისთვის, პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. როგორც „ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, წყლის ჭავლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან აღმართული დამცავი ჯებირის გარღვევა სცადეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება