შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შსს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 332-მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს.
დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს