fbpx

შსს-ს საგანგებო განცხადება: უწყების 11 თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  უწყების 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, კოვიდ-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდათ. 11 თანამშრომლიდან – 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა, სამი შემთხვევა – მესტიის მუნიციპალიტეტში: მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო მე-11 თბილისში დაცვის პოლიციის ინსპექტორს დაუდასტურდა.

გაუზიარე!

Shares