fbpx

შსს-მ ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ  ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გახსნა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, თავდასხმაში მონაწილე იდენტიფიცირებული პირი ბადრი ესებუაა.

გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს

​​შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს.

რა ვიცით, ამ დროისთვის თავდამსხმელის შესახებ? ის 32 წლის ბადრი ესებუა გახლავთ. ის ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში ცხოვრობს. ჰყავს ორი ძმა და მშობლები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ოჯახს ფინანსურად უჭირს. მამა, ტარიელ ესებუა სარეცხი მანქანების შემკეთებელია. თავად ბადრი ესებუა კი წარსულში სამხედრო მოსამსახურე გახლდათ. ის რამდენიმე თვით ავღანეთში, საერთაშორისო მისიის ფარგლებშიც იმყოფებოდა.

ესებუა იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომშიც, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მის შესაძლო გადასვლას ეჭქვეშ აყენებს.

ესებუას მშობლები დუმილს ამჯობინებენ. ნათესავების თქმით კი, ბადრი ესებუა ბოლოს 23 ოქტომბერს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახეს.

ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ სავარაუდო თავდამსხმელი სწორედ ბადრი ესებუაა.

„თბილისშიაო წასული და რატომ წავიდა ახლა, მაგას ვერ გეტყვი, შეიძლება პაემანზე წავიდა. სენაკის ბაზაში მსახურობდა, 2008 წლის ომის შემდეგ არტილერისტი იყო, მგონი. ომის მონაწილეც არის, იმის შემდეგ მას სამხედრო ფორმა არ ჩაუცვამს. რატომ არ არის, იცით, ამის გამკეთებელი? – იმიტომ, რომ სიმაღლე არ ემთხვევა. სენაკის ბაზაში ხომ არის ეს მონაცემები, წონაც არის, ზომაც, ფეხი რა ზომაც აქვს, თავის ზომაც არის აღებული, ეს მონაცემები შეადარონ ვიზუალურად, ბანკში ვინც იყო იმისას,” – აცხადებს ბადრი ესებუას ნათესავი.

“ცხვრებს მწყემსამვდა აქ, ყოველ დილით მიჰყავდა. აქ იყო სახლში, სამი დღის წინ აქ იყო, მომესალმა, ვსაუბრობდით… 2 მეტრია ის კაცი, ტელევიზორში ვინც გვანახეს, ტერორისტი და ეს პატარა ბიჭია,” – განაცხადა ესებუას ნათესავმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება